ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიისგან უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება 6 თვით გადაიდო

დანიისგან უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის პროცესი ექვსი თვით გადაიდო. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს, რომელიც დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დანიას უკრაინისთვის 2024 წლამდე ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი უნდა მიეწოდებინა. როგორც ცნობილია, F-16-ის ტიპის პირველი თვითმფრინავები უკრაინას 2024 წლის მეორე კვარტალში გადაეცემა.
დანიური მედიის ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა რამდენიმე წინაპირობის შესრულებასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, უკრაინელი პილოტების გადამზადების პროცესზე და ლოჯისტიკურ გამართულობაზე. Berlingske-ს ინფორმაციით, ამჟამად ექვსი უკრაინელი პილოტი დანიაში სპეციალურ გადამზადების პროცესს გადის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.