ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანის ან „ჰეზბოლას“ შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია

ირანის ან „ჰეზბოლას“ შესაძლო თავდასხმის გამო შეიარაღებული ძალები მაქსიმალურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ბოლო დღეებში ჩვენს მტრებსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა“ და ირანს“, - განაცხადა ჰაგარიმ.
ჰაგარიმ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების მითითებებში ცვლილებები ჯერჯერობით არ არის.
„ჩვენი მტრების განცხადებებს სერიოზულად განვიხილავთ, შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზე ვართ“, - აღნიშნა ჰაგარიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.