დანიგანი: ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა – სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა

ამერიკის საელჩომ საქართველოში -ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ელჩი რობინ დანიგანის წინასწარ მომზადებული სიტყვა გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ახლა, როგორც არასდროს, იაზრებს დემოკრატიის მნიშვნელობას.
მისივე თქმით, დრეს საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლა ბევრ ადამიანს უწევს, რადგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები “რადიკალებად” იწოდებიან.
“ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე ქართველების ძალისხმევა ამ დაპირების შესასრულებლად. ვიხილე რელიგიური თავისუფლება თბილისის გულში, ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების თანაარსებობა — ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთების მტკიცებულება.
დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები „რადიკალებად“ იწოდებიან.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ, როგორც -ში, ასევე საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა იზიარებს დემოკრატიის ღირებულებებს. ოპტიმიზმის წყაროა ისიც, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია — მათგან შთაგონებას ვიღებ”, – თქვა ელჩმა.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს 249-ედ აღნიშნავს.
5 ივნისს რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას ტოვებს და პენსიაზე გადის. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დანიგანი წერდა, რომ ეს მისი პირად გადაწყვეტილებაა და მისი გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს