ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიაში 1625 წელს აშენებული სავაჭრო ბირჟის ისტორიული ნაგებობა იწვის

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ბირჟის ისტორიული შენობა იწვის. 1625 წელს აშენებული ბიორსენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ნაგებობაა.
BBC-ის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა მოასწრეს და ისტორიული ნახატების ნაწილის გადარჩენაც შეძლეს.
დანიის კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის თქმით, დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი "ცეცხლში განადგურდა".
ნიდერლანდური რენესანსის სტილის შენობა დანიის მეფის, კრისტიან მეოთხის ბრძანებით აშენდა და მიზნად კოპენჰაგენის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცევას ისახავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.