ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დანიაში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახე ინფორმაციას დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„მას ბრალად დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დარღვევა ედება, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის დანიაში მოქმედების შესაძლებლობის აღმოჩენას ეხება, კერძოდ, თანამშრომლობას გავლენის მოხდენის მიზნით“, - ნათქვამია დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილის დაკავებას ევროპარლამენტის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
მოსალოდნელია, რომ ეჭვმიტანილს დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.