დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა

დანიამ უკრაინას F-16-ების მეორე პარტია გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„დანიის მიერ გადმოცემული F-16-ების მეორე პარტია უკვე უკრაინაშია. ეს სიცოცხლის დაცვისას გამოჩენილი ლიდერობაა, რომლითაც დანია გამოირჩევა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინის ცის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ცნობისთვის, გასულ თვეში მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანიამ უკრაინას F-16-ის ტიპის 19 ავიაგამანადგურებლიდან პირველი პარტიის სახით 6 უკვე გადასცა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.