დანაშაულს არ ვაღიარებ, სილის გაწვნის ფაქტს ვადასტურებ – ზვიად რატიანი

ზვიად რატიანის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა – სხდომაზე პროკურატურის არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, რადგან ისინი დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შემდეგი სხდომა 16 სექტემბერს ჩანიშნა, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის და უახლოეს კვირებში დაკავებული პოეტის საქმეზე განაჩენიც გამოცხადდება.
რაც შეეხება თავად ბრალდებულ პოეტს, დღეს ზვიად რატიანმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ ნამდვილად განახორციელა სიმბოლური აქცია, გააწნა სილა პოლიციელს და ამით სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს.
დანაშაულს არ ვაღიარებ, ვადასტურებ სილის გაწვნის ფაქტს ეს გადაღებულიც არის და მე შევარჩიე სპეციალურად ისეთი ადგილი, რომელსაც სხვადასხვა რაკურსიდან კამერები დააფიქსირებდა. მტკიცებულებებში გადამეტებული არაფერი იყო, ყველაფერი ისედაც ხელისგულზეა. არაფერს ვითხოვ და არაფერს ველოდები, იურისტები მუშაობენ და აკეთებენ თავის საქმეს”- განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლოზე. (ტვ პირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)