დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა – სინამდვილეში, “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად

დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა – სინამდვილეში, “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, “რადიო თავისუფლების” მიერ 2014 და 2025 წელს არსებულ განსხვავებულ რიტორიკას აფასებს.
მდინარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი ელიტური კორუფცია იყო “რადიო თავისუფლებისთვისაც”, თუმცა, იგივე საქმე 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა, რაც “დიფ სთეითის” მორიგი დავალებაა აგენტის მხარდასაჭერად. “დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა.
სინამდვილეში “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად! “რადიო თავისუფლება” ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის…” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები