დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია – ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის

დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია – ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან პარტია „ახალის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და შესაბამისად, არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ელჩების პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ: „დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას“. „ასეთ საკითხებზე მარტივია პოზიციის გახმოვანება.
დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! – პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისის იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ, თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ, შიგნით, ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარევინებთ!“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას