ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნოე ფანცხავა გახდა პირველი მოცურავე, რომელმაც 823 ფინა-ს ქულა მოიპოვა

საქართველოს მოცურავეთა კლუბის ინფორმაციით, საქართველოს რეკორდსმენი ნოე ფანცხავა ახლახან გამოქვეყნებულ ევროპის ახალგაზრდულ რეიტინგში 50 და 100 მ. გულაღმა სტილის რეიტინგში მე-5 ადგილზეა.
ნოემ ეს შედეგები გასულ კვირაში საფრანგეთის ჩემპიონატზე დააფიქსირა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი მოცურავე, რომელმაც 823 ფინა-ს ქულა მოიპოვა.
2-7 ივლისს ბელგრადში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეფანცხავას მედლების მოპოვების რეალური შანსი ექნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნოემ მე-4 ადგილი დაიკავა ამავე ტურნირზე 50 მ. გულაღმა ცურვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.