,, დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ერთი საათი დგება და ყველა კითხვას პასუხს სცემს” – შალვა პაპუაშვილი
,, დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ერთი საათი დგება და ყველა კითხვას პასუხს სცემს” – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ უნდა არსებობდეს.
„საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა უკვე, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ყველა ხედავს დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში. დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კვირაში ერთხელ ერთი საათი ჟურნალისტებთან დგება და ბრიფინგს ატარებს და ყველა კითხვას პასუხს სცემს. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ მაინც საათობით დგება ჟურნალისტებთან და ყველა კითხვას პასუხს სცემს. ამიტომ ჯერ ევროკავშირის ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პრემიერები კვირაში ერთხელ მაინც დადგნენ ჟურნალისტებთან და კითხვებს უპასუხონ და მერე იყოს შემოდავება საქართველოზე. ამიტომ, მედიის თემასთან დაკავშირებით არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტები. საქართველოში, თუკი რაიმე არის ძლიერი და წარმოდგენილი, ეს არის ქართული მედია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.