“დამატებითი შემოსავლის საშოვნელად წავიდა, მაგრამ გაუჩინარდა” – ვინ იყო 26 წლის გოგო, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ორგანოებად გაყიდეს – შემზარავი დანაშაულის დეტალები (უცხოეთი)

ელარუსელი ქალი მოტყუებით ტაილანდში წაიყვანეს, მას მოდელად მუშაობას ჰპირდებოდნენ, თუმცა ტაილანში ჩასვლის შემდეგ იგი მონად მუშაობდა, რის შემდეგაც მოკლეს და მისი ორგანოები შავ ბაზარზე გაყიდეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 26 წლის, მინსკის მკვიდრი ვერა კრავცოვა აზიაში დამატებითი შემოსავლის საშოვნელად წავიდა, მაგრამ გაუჩინარდა. თავიდან ის მოტყუებით ჩაიყვანეს ტაილანდში და სავარაუდოდო, თაღლითურ ცენტრს მიჰყიდეს, სადაც ქალებს აიძულებენ, მამაკაცები გაცნობის საიტებზე მოატყუონ. როდესაც ვერამ ფულის შოვნა შეწყვიტა, მასთან კონტაქტი გაწყდა.

მოგვიანებით, მიანმარიდან უცნობმა პირებმა მშობლებისგან 500 000 დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს მისი ცხედრის სანაცვლოდ და რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს, რომ ის კრემირებული იყო. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მისი გაუჩინარება, მაგრამ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

ვერა მინსკში დაიბადა, დაამთავრა მოლოდეჩნოს პროფესიული სასწავლებელი, მუშაობდა მიმტანად კაფეში და ოცნებობდა სცენაზე გამოსვლაზე. 2017 წელს, მან მონაწილეობა მიიღო შოუ „ხმის“ კასტინგში.

რამდენიმე წლის წინ, ის უკვე ცხოვრობდა აზიაში – ჩინეთსა და სინგაპურში. მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალი ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. გაცნობის საიტზე “მამბა“ ის სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლად იყო მითითებული.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალთან კონტაქტი ოქტომბრის დასაწყისში გაწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…