არქივი29 აპრილი, 2025, 20:22
დაკავებულმა მაღაროელებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

დაკავებულმა მაღაროელებმა გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს – ინფორმაციას “მთის ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
,,ჩვენმა ადვოკატმა (სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრიდან) ვლადიმერ ქუთათელაძემ მოინახულა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ. მაღაროელებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.