დაკავებული მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა მორიგი აქცია გამართეს

დაკავებული მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია მოაწყვეს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
11 იანვარს, გვიან ღამით, სწორედ ამ ადგილას საპროტესტო აქციაზე დააკავეს გაზეთ ბათუმელებისა და ინტერნეტგამოცმა „ნეტგაზეთი“ დირექტორი, მზია ამაღობელი. თავდაპირველად მედიემენეჯერი ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრის დროს დააკავეს. ხოლო რამდენიმე წუთში ხელწერილით გამოშვების შემდეგ, სისსლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება და მის გათავისუფლებას ითხოვენ:
„ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რომ ხელი შეიშალოს ნებისმიერ მედიას საქმიანობაში. ჟურნალსიტებზე თავდასხმა, აქციების დროს მათზე ძალადობა – არც ერთი ეს საქმე არ იქნა გამოძიებული. მზია, კი ალიყურის გამო დააკავეს და ეს გამოწვეული იყო იმ ძალადობის გამო, რაც მის მიმართ ხორციელდებოდა პირველი დაკავებისას. შემდეგ ჟურნალისტები როგორც ზონდერები, ისე წარმოაჩინეს. ამ დროს მთელი სისტემა ჩართულია, რომ ყველა დააშინონ“, – თქვა ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მენეჯერმა, ასლან ჭანიძემ.
მისივე შფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
დემონსტრანტები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხივენ. მზია ამაღლობელმა საია-ს თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა