ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.
დაკავებული შ.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა შ.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.