ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი ქუთაისში დააბრუნეს - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს ადამიანი, რომლის ცრუ შეტყობინების გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის ბორტი. ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავიაკომპანია "ვიზეარის" ცხელ ხაზზე ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე შეტყობინება 14 თებერვალს შევიდა. სუსის ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქეა.
"აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ", - აღნიშნავენ სუს-ში.
მასალა განახლდება

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.