ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაკავებულია კაცი, რომელმაც კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცა

2 კვირიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს – საუბარია კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 24 წლის გუნელ გასანოვა გატაცა.
კადრებში, ჩანს, რომ ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ძალიას გამოყენებით ჩასვა. იძალადეს სტუდენტის ბებიაზეც, რომელიც შვილიშვილის გადარჩენას ცდილობდა.
29 ივლისს ახალგაზრდა ქალი იპოვეს და სახლში დააბრუნეს. ქალმა პოლიციას გატაცების ყველა დეტალი უამბო, უთხრა, რომ მას გამტაცებელი იარაღით ემუქრებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
წყარო: ტვ პირველი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.