დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად მიქაძეს კი ახალი ბრალდება წარედგინება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, – განაცხადა დარახველიძემ.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. ყოფილ სპეცრაზმელს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე,

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: დასავლური მედიის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი იყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბრიტანეთის სამეფო საოპერო თეატრის მიერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნისა…

ვიკა ბუკია: მთელი ღამე ბუნკერში გავატარეთ. გამთენიისას ნომერში ასულს კი კოშმარი დამხვდა: ფანჯრის მიღმა უშველებელი კვამლი და დამწვრის სუნი, რომელიც ყელში გიჭერს. კორპუსი ჩამონგრეულა და ადამიანები მოყვნენ