არქივი28 აპრილი, 2024, 21:08
დაკავებულია ბუკა პეტრიაშვილი
დაკავებულია ბუკა პეტრიაშვილი. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, ის დაკავებულია 173-ე და 166-ე მუხლებით, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.