დაიწყო მასშტაბური საარჩევნო პროექტი ISFED-ის, რონდელის ფონდისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაწილეობით

პროექტს ორი წლის განმავლობაში განახორციელებს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდთან (GFSIS) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით. მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება ფართომასშტაბიანი მონიტორინგის მისია როგორც 2024 წლის საპარლამენტო, ისე 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. პროექტის მიზნებს შორის დასახელდა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა საარჩევნო უფლებებზე, მოვალეობებსა და პროცედურებზე; აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის გამჭვირვალე და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ნდობის გაძლიერების მიზნით.
პროექტის პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა მ განსაკუთრებით აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი არჩევნების ხარისხიანად ჩატარებაში:
„საქართველოში ვიწყებთ ორწლიან პროექტს სფეროში მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ორგანიზაცია ISFED-თან, აგრეთვე რონდელის ფონდთან და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად“.
შვედეთის ელჩმა ანა ლიბერგმა აღნიშნა პროექტის მთავარი განმახორციელებლის ISFED-ის როლი:
„ვიცით, რომ ISFED-ი არჩევნებს აკვირდება 1995 წლიდან და შვედეთისთვის ISFED-ი არის მსოფლიო ლიდერი არჩევნებზე არაპარტიულ მონიტორინგში“.
პრეზენტაციაში მონაწილე ორივე ელჩმა გაუსვა ხაზი არჩევნების ხარისხიანად ჩატარების მნიშვნელობას. ანა ლიბერგმა განმარტა:
„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების მნიშვნელობა მკაფიოდ არის განსაზღვრული ეუთო/ოდირის პრინციპებში – რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების თანახმად და ეს ნიშნავს: უნივერსალურს, თანასწორუფლებიანს, თავისუფალს და ფარულს“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ