ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაიწყებს თუ არა ხვიჩა "ემპოლისთან" ძირითად შემადგენლობაში? - კონტე ორ ცვლილებას გეგმავს

დაიწყებს თუ არა ხვიჩა "ემპოლისთან" ძირითად შემადგენლობაში? - კონტე ორ ცვლილებას გეგმავს

კვირას, 20 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საბა გოგლიჩიძის "ემპოლის" ესტუმრება.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი სკოტოს თქმით, ანტონიო კონტე "ემპოლისთან" მატჩში მხოლოდ ორ იძულებით ცვლილებას განახორციელებს.
"კონტეს "ემპოლისთან" ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწევს, ტრავმირებულ ლობოტკასა და ოლივერას, გილმური და სპინაცოლა შეცვლიან. "ნაპოლის" ძალიან რთული შეხვედრა ექნება.
ვიხილავთ თუ არა ძირითადში კვარაცხელიას? კონტე ფეხბურთელის კონდიციებს შეამოწმებს. ვფიქრობ, რომ ქართველი "ემპოლის" წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მოედანზე დაიწყებს", - განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.