დაიშლება თუ არა კოალიცია? გერმანია უმცირესობის მთავრობაზე გადასვლას განიხილავს

დაიშლება თუ არა კოალიცია? გერმანია უმცირესობის მთავრობაზე გადასვლას განიხილავს
გერმანიაში მმართველ კოალიციაში კრიზისი მწვავდება. გამოცემა BILD-ის ცნობით, CDU/CSU ალიანსი უმცირესობის მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს და დიდი კოალიციის დაშლის შემთხვევაში კონკრეტულ სცენარებს განიხილავს. BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საწყისი სცენარები ამ კვირაში ბერლინში განიხილეს.
როგორც გამოცემა წერს, CDU/CSU ბლოკში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) მიმართ უკმაყოფილება იზრდება: კოალიციური შეთანხმების დროს არაერთი საკამათო თემა მიჩქმალული იყო და ახლა ისინი კონფლიქტის მთავარ საკითხებად იქცა. სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის დებატების შემდეგ, დაძაბულობა გაიზარდა საპენსიო და საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ CDU/CSU სულ უფრო ხშირად განიხილავს კოალიციის დაშლის შესაძლებლობას. ერთ-ერთი სცენარი ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით უმცირესობის მთავრობაზე გადასვლაა, რაც შეიძლება განხორციელდეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ. ზოგიერთი კონსერვატორი სოციალ-დემოკრატებთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი კურსის გატარებას მოითხოვს.
CDU-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: “მე არ მაქვს ფანტაზია წარმოვიდგინო, რომ ეს კოალიცია 2029 წლამდე შეძლებს კარგად ფუნქციონირებას”.
თავის მხრივ, CSU-ს ლიდერმა, მარკუს ზოდერმა, უმცირესობის მთავრობის იდეის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა: “ასეთი კაბინეტი სერიოზული შეზღუდვების პირობებში იმუშავებს. სინამდვილეში, თქვენ თითქმის ვერაფერს მიიღებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში