ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაიღუპა 11, დაშავდა 37 ადამიანი – რუსეთმა კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაბომბა

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ძალებმა სუპერმარკეტი დაბომბეს.
უკრაინის ოფიციალუი სტრუქტურების ცნობით, მომხდარს შეეწირა 11 ადამიანის სიცოცხლე. 37 კი დაშავდა, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილებიც.
„კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუმა ტერორისტებმა ჩვეულებრივი სუპერმაკეტი დაბომბეს. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.