ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დაინტერესებული ინვესტორი პირველ რიგში გვეკითხება არის თუ არა საქართველოში ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია“ - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

„დაინტერესებული ინვესტორი პირველ რიგში გვეკითხება არის თუ არა საქართველოში ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია“ - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძირითადი გამოწვევა სამუშაო ძალა და მუშა ხელის კვალიფიკაციაა, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო კარგია, ინვესტორები ასევე ინტერესდებიან რამდენად არსებობს კვალიფიციური კადრები, რადგან ბიზნესისთვის ეს დიდი პრობლემაა.
„საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსები და კვალიფიციური სამუშაო ძალაა. დაინტერესებული ინვესტორი პირველ რიგში გვეკითხება არის თუ არა საქართველოში ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამუშაო ძალა არის, მაგრამ პრობლემაა კვალიფიკაცია, რაც ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა, მას შემდეგ თვეები სჭირდება, რომ გადაამზადოს კადრები. ეს პრობლემა ყველა სფეროშია, იქნება ტექსტილი, ტურიზმი თუ სხვა“, - ამბობს ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე.
მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობასთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული მოლაპარაკებები აქვთ.
„მთავრობასთან და „აწარმოე საქართველოში“ ვსაუბრობთ ამ გამოწვევაზე და იციან, რომ ჩვენი ასოციაცია მზად არის ერთობლივი მუშაობისთვის. ვფიქრობთ, უნდა გაიხსნას დაწესებულებები, სადაც ყველა მოთხოვნად სფეროში გადავამზადებთ ადამიანებს.
თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოქმედ თურქულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ბიზნესი აქვთ თურქეთში და ისინი ევროპაში ინვესტირების ნაცვლად შემოვიყვანოთ საქართველოში, მაგრამ ინვესტორი ძალიან ფრთხილია და ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, პრობლემები არ არის და კადრებიც ეყოლება“, - აღნიშნავს ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.