ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაინიუს ჟალიმასი - საქართველოში თითოეულმა მოსამართლემ სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის პრინციპებს და თავის თავზე იგრძნოს სანქციები

დაინიუს ჟალიმასი - საქართველოში თითოეულმა მოსამართლემ სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის პრინციპებს და თავის თავზე იგრძნოს სანქციები

ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების მიზანში ამოღება, სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, პეტრას აუსტრევიჩუსსა და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოაგდოების მხარდაჭერაზე.
“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ მათ გადარჩენის საშუალება მიეცეთ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.