ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე" - ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის, ქიშო დოლაბერიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დაკარგულის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში წერს, მას 23 იანვრის შუადღის 3 საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ინფორმაციის შემთხვევაში, პოსტში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ.
"მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.
ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ... კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით…
პოლიცია ვერ პოულობს ჯერ-ჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.
თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე: 597 82 88 02 მაგდა.
უმორჩილესი თხოვნაა გადააზიარეთ პოსტი ვინც ნახავთ!!" - წერს მაგდა თევდორაძე facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.