დათო სიმონია: ამ ნახატზე ეკა ბეჟანიშვილია, 9 აპრილის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი

ილუსტრატორი დათო სიმონია: 
ამ ნახატზე ეკა ბეჟანიშვილია, 9 აპრილის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი. 15 წლის იყო, მშვიდობიანი აქციის დასარბევად მოსული საბჭოთა არმიის ალყაში რომ მოხვდა. როგორც დედამისი ყვება, გოგოს ხელი ჩასჭიდა და მერე არაფერი ახსოვს. შვილი ზედ დააკლეს. ვერც დაკრძალვას დაესწრო, ვერც ორმოცს. საავამყოფოში იწვა უგონოდ, კბილების გარეშე, გაშეშებული კიდურებით. 6 წელი ზოლად ემჩნეოდა რუსული ნიჩნის კვალი.
ეგ კვალი კანზე მოშუშდა, მეხსიერებაში – არა. სულ იქნება იმის შეხსენებად, რისი გაღება მოგვიწია დამოუკიდებლობისთვის.
ამ ტრაგედიის დამტრიალებლები “ოცნებამ” შარშან “უცხოურ ძალად” მოიხსენია. ნამდვილი სახელი – რუსეთი – ვერ ახსენეს.
წელს 9 აპრილის მსხვერპლთა სახელებს შლიან ქუჩებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”