დათო ოქიტაშვილი არ ელის, რომ მინისტრობას მას შესთავაზებენ

დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრობას არ განიხილავს. ამის შესახებ მან “პირველების” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

არა, მე ვმუშაობ და მშვენივრად ვარ, სადაც ვარ, და ვინც იქნება, წარმატება მინდა ვუსურვო, – ამბობს ოქიტაშვილი. 

კითხვაზე, ხომ არ იცის, რა მიზეზით გადაწყვიტა თიკა რუხაძემ მინისტრის პოსტიდან წასვლა, ოქიტაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

ნამდვილად არ ვიცი რატომ წავიდა [თიკა რუხაძე] მეც ტელეფონით გავიგე, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, წავიკითხე, რომ ჯანმრთელობის გამო და მინდა, ჯანმრთელად იყოს, – ამბობს ოქიტაშვილი.

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რუხაძე”ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღრ შეასრულებს.“

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა