: ჩვენ მსოფლიო აგვიჯანყდა ვერ ვხვდებოდით რისთვის რაზე…

მუსიკოსი, პოეტი სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს:
ერთი კაცი დაიჭირეს
არ იცოდა
იჯდა რაზე…
მივიდა გამოუშვა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
ერთს მანქანა გაუფუჭდა
დაუღამდა მარტოს გზაზე
მივიდა დაუქოქა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
გოგოს ძაღლი ეხრჩობოდა
მისტირიდა ის ძაღლს ზღვაზე
ჩაყვინთა დაუბრუნა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
სადღაც ომი დაიწყო და
არ დატოვეს მათ ქვა-ქვაზე
მივიდა და შეარიგა
ვალოდია ჯინჭარაძემ…
გაფრინდა და ვერ აჯენდა
კოსმონავტი ხომალდს მარსზე
აფრინდა დაუჯინა
ვალოდია ჯინჭარაზე…
ჩვენ მსოფლიო აგვიჯანყდა
ვერ ვხვდებოდით რისთვის
რაზე-
იმიტომ რომ
მარტო ჩვენ გვყავს
ვალოდია ჯინჟარაძე….
დე

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით