დათა თავაძე: ე.წ. მინისტრს მე ვეტყოდი, რომ სინამდვილეში არავინ არ არის…

დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ვასო აბაშიძის თეატრთან მსახიობები იკრიბებიან.

რეჟისორი დათა თავაძე: „ე.წ. მინისტრს მე ვეტყოდი, რომ სინამდვილეში არავინ არ არის… თავის პატარა ძალაუფლებას იყენებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელთაც უზარმაზარი ჯახი ჰყავს უკან ადამიანების, მაყურებლების, გულშემატკივრების…
მე ეს თეატრი არ წარმომიდგენია დათო დოიაშვილის გარეშე და არც იქნება ეს თეატრი დათო დოიაშვილი გარეშე…
ამ თეატრს, როგორც სიმბოლოს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო თეატრი, არავის დავუთმობთ, რომ გადააქციონ იმად, რადაც რეჟიმი ცდილობს, რომ სახელმწიფო გადააქციოს. ეს არის ძალიან მტკივნეული დღე, ვინც ქართულ თეატრში მუშაობს…
იმედი მაქვს, რომ ვაცნობიერებთ, რამხელა თავდასხმის თვითმხილველები ვართ გამოხატვის თავისუფლებაზე, შემოქმედებით თავისუფლებაზე და ზოგადად, თავისუფლებაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?