ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დათა თავაძე: და მაინც როგორც კი ვინმე მსუბუქად უკმაყოფილო ხმას ამოიღებს, ქოცი აგიკანკალდება და გეტყვის, “ესაა ბულინგი!” და შენც უნდა გაჩუმდე, რა თქმა უნდა. მართალია, აბა, ბულინგი როგორ შეიძლება…

დათა თავაძე: და მაინც როგორც კი ვინმე მსუბუქად უკმაყოფილო ხმას ამოიღებს, ქოცი აგიკანკალდება და გეტყვის, “ესაა ბულინგი!” და შენც უნდა გაჩუმდე, რა თქმა უნდა. მართალია, აბა, ბულინგი როგორ შეიძლება…
"პაატა ბურჭულაძეს მეექვსე ჯარიმა
ბაჩო ქაჯაიას კი მესამე ჯარიმა ჩააბარეს
სანდრო სამხარაძეს ღობეზე კენჭით დაკაკუნებისთვის აჯარიმებენ
მეგი კობალაძეს ნახევარი წლით შეუჩერეს ხელფასი
თორნიკე ბარამიძე თეატრიდან გააგდეს
ყველა როლიდან მოხსნეს ანა ამილახვარი,
ნატალია ყულოშვილი, თამთა ინაშვილი
თეატრალურის სტუდენტები ჯერ 83 დღე აწვალეს, შემდეგ უნივერსიტეტის “ეთიკის საბჭოდან” კრიტიკულად განწყობილი ხალხი გამოუშვეს, სპეციალურად გაფიცულ სტუდენტებზე მორგებული გაუგონრობა დაამტკიცეს მათ დასასჯელად, შეწამლეს, პოლიცია დააყენეს, დაპატიმრებით დაემუქრნენ, შენობის დატოვება აიძულეს, შემდეგ სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, სრული დემაგოგია ასმენინეს საზმაუს ეთერიდან, ეთერში არ დასვეს, შემდეგ დასვეს, შემდეგ სტატუსი აღუდგინეს, შემდეგ თვითონ არ მოვიდნენ -
ყველა ფონდი დააყადაღეს, ვინც მხარში ედგა ხალხს და მათი მესვეურები შესაძლო დაპატიმრების საფრთხის ქვეშ არიან
ანდრო ჭიჭინაძეს ვერაფერს უმტკიცებენ, მაგრამ ციხეში დატოვეს
ვეფხია კასრაძეს ვერაფერს უმტკიცებენ, მაგრამ ციხეში დატოვეს
ვერავის ვერაფერს უმტკიცებენ, მაგრამ ციხეში ტოვებენ
ჩემი არასრული დათვლით 58 ხელოვანია სხვადასხვა რეპრესიის ქვეშ მოყოლილი ბოლო 3 თვის განმავლობაში - დაპატიმრებული, ძვლებდალეწილი, გაძევებული, გაღატაკებული, დაჯარიმებული, შევიწროვებული და შეურაცხყოფილი…
თეატრის კანონს იღებენ, მხოლოდ იმიტომ რომ დახსნან ყველა, ვისაც, რამე რომ იყოს, სამართალი გულთან ახლოს მიაქვს
ყველაფერი, რაც გვიყვარს საფრთხეშია
და
მაინც
როგორც კი
ვინმე
მსუბუქად უკმაყოფილო
ხმას ამოიღებს,
ქოცი აგიკანკალდება და გეტყვის, “ესაა ბულინგი!” და შენც უნდა გაჩუმდე, რა თქმა უნდა. მართალია, აბა, ბულინგი როგორ შეიძლება… აქ საკონფლიქტოდ ხომ არ ვართ, არა?" - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.