დაზიანდა საბურღი მანქანა, რომლითაც ინდოეთში, ორი კვირის წინ ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშისთვის გამოსასვლელს ჭრიდნენ

ინდოეთში უტარახანდის შტატში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გამოყვანის ოპერაცია იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიზეზი საბურღი მანქანის დაზიანებაა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაშველები, ელექტრული ხელსაწყოებით, ხელით ბურღვაზე გადავიდნენ. დარჩენილია, დაახლოებით, 10-15 მეტრის გაბურღვა.
დაზიანებამდე, მანქანამ 50-მდე მეტრის გაჭრა შეძლო.
12 ნოემბერს ჩანგრეულ გვირაბში მოყოლილი მუშები უსაფრთხოდ არიან. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მათ ჟანგბადი, საკვები, წყალი და მედიკამენტები შეუფერხებლად მიეწოდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს