არქივი27 სექტემბერი, 2025, 19:59
დაზვერვის სააგენტო ახალმა ხელმძღვანელმა გადაიბარა

ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.
აქამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა ირაკლი ბერაია, რომელიც NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
ვლადიმერ კონსტანტინიდი 2020 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. წლების განმავლობაში კონსტანტინიდი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. ის სახელმწიფო სტრუქტურებში 1989 წლიდან მუშაობს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.