“დავტოვე “თეატრალურის” ახალგაზრდების მოძულე აკადემიური საბჭო” – თამარ ცაგარელი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ცაგარელი:
მას შემდეგ რაც, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების “მოძულე” აკადემიური პერსონალია. რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა (ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ), არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა