დავით ჭკადუა: კითხვა რომ ჩნდება, რატომ არ ხართ სტადიონზეო, ჩვენ ვუპასუხებთ, იმიტომ რომ ციხეში ვართ (ვიდეო)

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ჩვენ მათ მარტო იმას ვთხოვთ, რომ გამოხატონ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან მათი ფანები და არა პოლიტიკურ განცხადებებს, ან ანალიზს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ჭკადუამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “თუ ვინმეს უჩნდება კითხვა, რატომ არ არიან ისინი სტადიონზე, პასუხი მარტივია – ციხეში არიან და ამიტომ.“

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ჩვენ მათ მარტო იმას ვთხოვთ, რომ გამოხატონ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან მათი ფანები, რატო არ ხართ სტადიონზეო, კითხვა რომ ჩნდება, ჩვენ ვუპასუხებთ, რომ ჩვენ ვართ ციხეში და ამიტომ ვერ ვართ სტადიონზე. გუშინ ჩემ თვალწინ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი დააკავეს, რომელიც დიდი სიამოვნებით არ გავიდოდა რუსთაველზე, ქვეყანაში, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და მივიდოდა თამაშზე. მაგრამ არ მცალია, ბოდიში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს საკეთებელი, – განაცხადა დავით ჭკადუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!