ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ცეცხლაძე: ჩვენ, ქართველები, ამაყად ვატარებთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და ...

დავით ცეცხლაძე: ჩვენ, ქართველები, ამაყად ვატარებთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და ...

რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე მუსიკოსი ერეკლე გეწაძის პერფორმანსს გამოეხმაურა.

ცეცხლაძემ პერფორმანსი "კატეგორიულად დაგმო".

"ჩვენ, ქართველები, ამაყად ვატარებთ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და იაფფასიანი პროვოკაციული მოქმედებებით ჩვენს ერებს შორის განხეთქილების გაჩენა არავის გამოუვა." - თქვა რუსეთში მოღვაწე პუტინისტმა ბიზნესმენმა.

ერეკლე გეწაძემ რუსეთის დროშა Tbilisi Open Air-ზე საკუთარი პერფორმანსის დროს, 24 მაისს გამოიყენა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.