დავით ჩხეიძე: ფერეიდნის ქართველობა ღირსეულია, იყო და ირანის გათავისუფლების შემთხვევაში კიდევ უფრო ინტეგრირებული ნაწილი გახდება ქართული დიასპორის რეგიონში

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
რადგან გავრცელდა, თავს უფლებას მივცემ და განმარტებას გავაკეთებ.
ირანის რეჟიმი რომ მიუღებელია, უნდა დასრულდეს და მალე ასეც მოხდება – ალბათ არავისთვის საკამათო არ არის.
ირანის დროშის ფერებშიც რომ არ უნდა აანთო თბილისის ანძა, როდესაც რეჟიმი მასობრივად ხოცავს საკუთარ მოსახლეობას, ღირსეულისთვის ასახსნელადაც ზედმეტია.
მაგრამ ერთი დაზუსტება: ირანში მცხოვრებ ქართველებს სხვა ვერსია აქვთ შაჰ-აბასის მიერ მათი ირანში გადასახლების შესახებ.
კერძოდ, ისპაანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად შაჰ-აბასმა ააშენა, და 1598 წელს დედაქალაქად აქცია ფერეიდნის მახლობლად არის.
ფერეიდნის ქართველების გადმოცემით, ისინი შაჰმა სწორედ მათი ბრძოლისუნარიანობის და მაღალი ღირსების ნიშნით განასახლა 1616 წელს ახალი დედაქალაქის გარშემო.
დასაცავად, გასაძლიერებლად… (მოძულე მტერს სატახტო ქალაქის გარშემო არ ასახლებ).
საბჭოთა და მანამდე ცარისტული ისტორიოგრაფია ირანის და ოსმალეთის განსაკუთრებულ სიავეს წარმოაჩენდა…
რომ რუსეთთან შეერთება და შემდეგ გასაბჭოება და საბოლოოდ საქართველოს გამოკეტვა და ფაქტობრივ ეთნიკურ რეზერვაციად ქცევა ამით გაემართლებინა.
ერთია რა იყო ისტორიულად – შაჰ-აბასის მცდელობები აღმოსავლეთ საქართველოს დამორჩილების – და მეორე თანამედროვე პოლიტიკური სპეკულაციები.
ამიტომ ირანში ქართველების გადასახლების 410 წლისთავის აღნიშვნა (The 410thy Anniversary of the Arrival of Georgians in Iran) ირანის რეჟიმის დადებითი ჟესტია.
მაგრამ მთავარი ეგ არ არის, მთავარია, რომ საღად მოაზროვნე, ზნეობრივი ადამიანისთვის ასეთი ჟესტი არაფერს ნიშნავს.
ფერეიდნის ქართველობა ღირსეულია, იყო და ირანის გათავისუფლების შემთხვევაში კიდევ უფრო ინტეგრირებული ნაწილი გახდება ქართული დიასპორის რეგიონში.
ყველა ბოროტება უნდა დასრულდეს.
და ასეც იქნება – ამის რელიგია თავად სპარსელების შექმნილია.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად