არქივი21 მაისი, 2025, 13:57
დავით ჩხეიძე: რეჟიმმა უნდა დაინახოს მხარდაჭერა, რომ ვერ გაბედოს პოლიტიკოსის დაკავება

"მოლა მოლას მტრობდა და როდესაც ერთი დაიჭირეს, მეორემ რკინის ქალამნები ჩაიცვა, უნდა დავიხსნა მოლას სახელი გაუტყდებაო.
უსამართლო იერიში პოლიტიკურ პირის, საზოგადოების ნაწილის რჩეულის და წარმომადგენლის წინააღმდეგ არის
შეტევა ყველა პოლიტიკურ პირზე, თავისუფალ მოქალაქეზე და დემოკრატიაზე ზოგადად.
თითოეული ჩვენგანისთვის მისი დაცვა საკუთარი თავის, ღირსების და თავისუფლების დაცვას ნიშნავს.
ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ხვალ 14:00 საათზე სასამართლოსთან მისვლას.
მანამდე ყურადღება ვერ უნდა გადაგვიტანონ, ვერ უნდა გაგვიფანტონ.
რეჟიმმა უნდა დაინახოს მხარდაჭერა, რომ ვერ გაბედოს პოლიტიკოსის დაკავება.
და თუ მაინც გაბედა, მკაფიოდ დაინახოს, რომ ამაში მოუწევს ძალიან ძვირი ფასის გადახდა," - წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.