დავით ჩხეიძე: მარტო ზემოთ ნაჩვენები სურათია საკმარისი პოლიტიკური ვითარების და საზოგადოების მდგომარეობის შესაფასებლად

“პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებულები არიან: რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, სტუდენტი მათე დევიძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი, პოეტი ზვიად რატიანი.
ეს არის სიმპტომი.
ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების ბრალდებით დაპატიმრებულები არიან არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციების ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე.
ეს არის სიმპტომი.
რეჟიმი აიძულებს საზოგადოებას მის აღიარებას, რომ შეცვალოს ქვეყნის დასავლური კურსი და მოახდინოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია.
მარტო ზემოთ ნაჩვენები სურათია საკმარისი პოლიტიკური ვითარების და საზოგადოების მდგომარეობის შესაფასებლად.
რეჟიმი ახდენს პოლიტიკის კრიმინალიზაციას. განსხვავებული აზრის, დამოკიდებულების ქონა ხდება დასჯადი,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!