დავით ჩხეიძე: თუ პარტია თავად გადაწყვეტს გაემიჯნოს საყოველთაო ერთიანობას, შესაბამისადაც იტვირთავს პასუხისმგებლობას

“ბატონი მ.ხაზარაძის გუშინდელი ინტერვიუ რამდენადაც ხანგრძლივი იყო, იმდენად არ გასცა პასუხები გაჩენილ კითხვებს.
პარტიის ლიდერი უფრო შეეცადა მოეჭრა უკმაყოფილების ტალღა, დაეცვა საკუთარი პოზიცია, თანაგუნდელები ვიდრე შეძლო შემოეტანა სიცხადე.
ამან დაგვანახა, რომ “ლელო” თავისთავად არ არის ჩამოყალიბებული დამოუკიდებლად შევიდეს ადგილობრივ არჩევნებში;
მაგრამ განიხილავს შესაძლებლობად, თუმცა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებების ფონზე ასეთი განცხადება იყო უადგილო და შედეგად ბუნებრივად გამოიწვია უკმაყოფილება.
ვფიქრობ, “ლელოს” წინააღმდეგ აგორებული შეიძლება სამართლიანი თუმცა წინააღმდეგობისთვის დამაზიანებელი კამპანია უნდა შეწყდეს.
წინააღმდეგობიდან ნებისმიერი ადამიანის, მეტადრე ჯგუფის, პარტიის თუ კოალიციის გარიყვა მხოლოდ ასუსტებს მოძრაობას.
თუ პარტია თავად გადაწყვეტს გაემიჯნოს საყოველთაო ერთიანობას, შესაბამისადაც იტვირთავს პასუხისმგებლობას.
მსჯელობას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მზარდი რეპრესიების დროს, როდესაც
კონსტრუქციულობის არავითარი ნიშანი არ ჩანს…
ერთპარტიულად, ერთპიროვნულად მსგავსი დათმობა უფრო რაღაცის გამოვაჭრებას ჰგავს, ვიდრე დემოკრატიული პროცესის გადასარჩენად მიმართულ ძალისხმევას.
ამიტომ ვაღიაროთ რომ მთავარი ამოცანა არის რეჟიმს დავათმობინოთ ერთობლივი და გაძლიერებული წნეხის შედეგად.
და არა პროცედურული რევერანსის, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანს,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა