დავით ჩხეიძე: დაუსრულებელი საკადრო ცვლილებები – სიმპტომია, რომ კრიზისი ღრმავდება. რამდენს მოუსმენს სუსი?

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე: 

ბატონ ბ.ივანიშვილს მოუწევს არჩევნების დანიშვნა.
დაუსრულებელი საკადრო ცვლილებები – სიმპტომია, რომ კრიზისი ღრმავდება.
თანდათან მისი გუნდი იძირება, ყველა ხდება პასუხისმგებელი.
დაწინაურება მხოლოდ საბაბია, რომ შემდეგ ბრალი ადვილად წაუყენოს.
ვიცე-პრემიერ მ.მდინარაძეს – რომ ვერ მოაგვარა საკითხები შიგნით.
ვიცე-პრემიერ მ.ბოჭორიშვილს – რომ ვერ გადაჭრა ამოცანები გარეთ.
პრემიერ ი.კობახიძეს ყველაფერზე ერთად დაეკისრება პასუხისმგებლობა.
როგორც მოუწია წინამორბედებს. როგორ რამდენი მინისტრი მოხსნეს და პრემიერი დარჩა?!
უკვე მიზეზი იყო არჩევნების ჩანიშვნის.
ბატონი ჯ.ბურჭულაძე სამაგალითოდ დაისაჯა, საჩვენებლად, რომ შინაურებს ბევრად უფრო მკაცრად მოეთხოვებათ, ვიდრე თუნდაც “მტრებს”.
ბატონი გ.გახარიაც ამ გაგებით დაისაჯა ჯერ ფიზიკური ანგარიშსწორებით და უკვე შემდეგ უმძიმესი ბრალდებით.
განახლება არ არის და ვერ იქნება.
ყველა სფერო – დაწყებული ძაღლების მოვლით, გაგრძელებული განათლებით, ჯანდაცვით, კულტურით, მართლმსაჯულებით, საგარეო პოლიტიკით, ემიგრაციით, დიასპორით… აშლილია.
იწვევს საზოგადოებაში შფოთს.
უკმაყოფილება იზრდება საათობრივად, არათუ დღითიდღე.
რაც უფრო ჩუმდება საზოგადოება, მით უფრო საშიში ხდება, რადგან ვერ გამოთქვამს საწუხარს საჯაროდ.
სამაგიეროდ სიძულვილი ინთხევა და გუბდება პირად სივრცეებში. რამდენს მოუსმენს სუსი?
სად არის ამდენი საყვედურის მოსმენის, დამუშავების და მასზე რეაგირების რესურსი?
არც ერთი კრიზისი, რომელიც “გუნდს” შეექმნა, ბ.ივანიშვილმა არ ან ვერ განმუხტა.
დაწყებული ლეგიტიმაციის კრიზისიდან, როდესაც პრეზიდენტის კანდიდატურად ბატონი მ.ყაველაშვილი წარადგინა.
პირიქით, ბოლომდე მიანდო ი.კობახიძეს. დაუმძიმა.
ყველა გრძნობს, რომ ზვავი, სადაცაა, მოწყდება. და რამდენს მოიყოლებს არავინ იცის.
რაც უფრო სუსტდება რეჟიმი მით მეტ სიძულვილს თესავს.
ეს თუ ხელოვნური არ არის, ნამდვილად არ არის ჯანმრთელი. ან ერთიც არის და მეორეც.
ჩვენი მხრიდან ამაზე პასუხის შეიძლება იყოს, მხოლოდ გამძლეობა, სიმშვიდე, სიმტკიცე…
და მზაობა ცვლილებებისთვის.