დავით ჩიხელიძე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი ახსნას იმსახურებს

დავით ჩიხელიძე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი ახსნას იმსახურებს
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები იმდენად აბსურდულია, რომ აშშ-ს მისი დასაბუთების შესაძლებლობა არ აქვს. სანქციები გახლავთ შურისძიება მშვიდობისთვის! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას.
მისივე თქმით, არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი მინიმუმ ახსნას იმსახურებს რის საფუძველზე მოხდა ივანიშვილის სანქცირება, არის ეს პირადი მოტივით ნაკარნახევი გადაწყვეტილება თუ რაიმე ობიექტურ მოცემულობას და ფაქტობრივ მტკიცებულებას ეფუძნება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ივანიშვილს, როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირს სანქციები დაუწესდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რის საფუძველზე მოხდა ივანიშვილის, რუსეთთან დაახლოებულ პირად იდენტიფიცირება? ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რომ მოიპოვა? კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ? ასოცირების შეთანხმება რომ გავაფორმეთ? მშვიდობა რომ გვაქვს? თუ რის საფუძველზე? საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა იმაზე მცირეა ვიდრე ბალტიისპირეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეერთებულია, გაეროში რუსეთის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების მხარდამჭერები და თანაავტორები ვართ და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით როგორ შეიძლება ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებულ პირად გამოცხადება? არ შეიძლება დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და სანქციებს უსაფუძვლოდ აწესებდე, ქართველი ხალხი მინიმუმ ახსნას იმსახურებს რის საფუძველზე მოხდა ივანიშვილის სანქცირება, არის ეს პირადი მოტივით ნაკარნახევი გადაწყვეტილება თუ რაიმე ობიექტურ მოცემულობას და ფაქტობრივ მტკიცებულებას ეფუძნება….
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები იმდენად აბსურდულია, რომ აშშ-ს მისი დასაბუთების შესაძლებლობა არ აქვს. სანქციები გახლავთ შურისძიება მშვიდობისთვის!“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია