დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში, სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოებს გაეცნო, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„დღეს აქტიურად დავიწყეთ მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა. მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გარკვეული პრობლემები შექმნა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა საავტომობილო ხიდები. სტიქიამ რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დაუზიანა. დღეს შევხვდი სტიქიის შედაგად დაზარალებულ ოჯახებს და მხარდაჭერა გამოვუცხადე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი ზარალის ოდენობა ცნობილი“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა