დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე დარჩება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე პოსტოპერაციული დაკვირვება მიმდინარეობს“,- აცხადებენ კლინიკაში.
ამასთან, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მისი მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე, „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.
„დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს. არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს. ექიმები თავს ეხვევიან. რჩება კლინიკაში ორშაბათამდე“, – წერს სოფია ხაჭაპურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს