დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები“.
„მაშ სომხეთივით არჩევნები გინდათ? მაშ ასე უნდა გამოგლიჯოთ ოცნებას არჩევნები? ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს. გასაგებია, რომ სამხრეთკავკასიელი მეზობლებივით ვერ იქნებოდნენ ჩართული იმ გლობალურ გეოეკონომიკურ პროცესებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მაინც ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ – სადამდე და რა ჩიხში შედიხარ ცრუინტეგრაციების გზაზე.
ახლა კი, მძიმე და ჩვენს მიერ კარგად აპრობირებული და უკუგდებული მარშრუტი აქვთ შერჩეული.
ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კი დავიმახსოვროთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა