დავით ქართველიშვილი საბა ინწკირველს: გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა!

„გვესმის, რომ არ ხართ მარტო – თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც – ნუ იტანჯებით! მიჰბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბა ინწკირველის მოწოდებას.

ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ გაწვევა გონივრული იქნებოდა.

„მოგიწოდებთ დანარჩენებსაც – ეს ეპისკოპოსიც დიდი ხანია წვალობს და არაჰუმანურია, საკუთარ თავში წლობით მალავდე იმას, რითაც ათასობით ადამიანი შეგყავს შეცდომაში. ერთსაც კი ნუ დააბრკოლებო – ბრძანებს უფალი, აქ კი რამხელა აუდიტორია გელოდება! ამერიკაში ბრძანდებით და უშედეგოდ ველოდებოდი თქვენს თანადგომას იმ ამერიკელი ქრისტიანების მიმართ, ვისაც თქვენმა საამაყო პოლიტიკურმა გარემომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული „ტრანსგენდერთა ხილვადობის ზეიმად” ჩაანაცვლა. პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ” და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან” ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს.

გვესმის, რომ არ ხართ მარტო – თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც – ნუ იტანჯებით! მიჰბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა! ჭკუა ასწავლეთ თქვენს მოხუცებულ პატრიარქს, ორ სკამზე ერთდროული ჯდომით გაგვაოცეთ! და კიდევ, თქვენს განცხადებაში, მეუფე, „უნდა ავღნიშნო“ გიწერიათ – „აღვნიშნო“ უნდა ყოფილიყო, შეასწორეთ“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული