დავით ქართველიშვილი: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია – ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური

„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ დღეს რა დამოკიდებულებას ავლენს ევროკავშირი საქართველოს მიმართ, ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან.
„საქართველო სწრაფად ტოვებს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ პერიფერიული დამკვირვებლის როლს და გარდაიქმნება გეოეკონომიკის ფუნქციურ კვანძად, სადაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესები კი არ იკვეთება მხოლოდ, არამედ კონკრეტულ ნაკადებში (ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ფინანსურ) რეალიზდება. ეს აღარ არის „ბანაკებს შორის არჩევანის“ ისტორია, არამედ ჩართვა ისეთ არქიტექტურაში, სადაც ფასობს არა ლოიალობის დეკლარაცია, არამედ ტრანზიტის უზრუნველყოფის, მარშრუტების მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის პროგნოზირებადობის უნარი.
სწორედ ამ პრაქტიკულ სიბრტყეში იწყებს თბილისი რეალური წონის დაგროვებას. ამ ფონზე, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა ევროკავᲨირთან, აშკარა ხდება: ბრიუსელს არ აქვს ფუფუნება, დისტანცირდეს საქართველოსგან. მიზეზი უკიდურესად პრაგმატულია – ალტერნატიული მარშრუტები უფრო ძვირია, მოწყვლადი, ან პოლიტიკურად ტოქსიკური. შესაბამისად, ყალიბდება ურთიერთობების ახალი ფორმულა: ნაკლები იდეოლოგიური ზეწოლა და მეტი ცივი ანგარიში. ეს არ არის ღირებულებათა კავშირი, ეს არის აუცილებლობის კავშირი, სადაც საქართველო თავის ფორმალურ სტატუსზე გაცილებით დიდ როლს თამაშობს.
ახლა კი Შევეხოთ რუსეთის აᲨკარა გაღიზიანებას სწორედ რომ საქართველოს მსგავსი პოზიციონირების გამო: რუსეთი სუსტ მოთამაშეებს, რომელთაც ხელში არ აქვთ კოზირები, აიგნორებს და ზიზღით უყურებს. ამჟამად კი საქართველო რუსეთის თვალწინ გარდაიქმნება საერთაშორისო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თამაშის სუბიექტად, რაც მათ Შორის ურთიერთქმედების ლოგიკას რადიკალურად ცვლის. ასეთ კონფიგურაციაში ვაჭრობა ქვეყნებს Შორის უკვე შესაძლებელია – არა ცალმხრივი ზეწოლის ფორმატში, არამედ გაცვლის რეჟიმში. ჩნდება სივრცე, სადაც თბილისს აქვს უფლება, გამოითხოვოს კონკრეტული, პრაგმატული ბენეფიტები. მათ შორის მოსკოვთან ურთიერთობებშიც, საკუთარი მზარდი ფუნქციური მნიშვნელობის საფუძველზე,
საბოლოო ჯამში ყალიბდება ახალი რეალობა: საქართველო აღარ არის უბრალოდ ტერიტორია, რომლის გავლითაც პროცესები მიმდინარეობს, ის გარდაიქმნება მექანიზმად, რომელიც ამ პროცესებს ორგანიზებას უწევს. ამ სისტემაში იმარჯვებს არა ის, ვინც აკონტროლებს ნაკადებს და გავლენას ახდენს მათ კონფიგურაციაზე. და როგორც კი გაიზრდება ქვეყნის ჩართულობა, ტრანზიტიდან ფინანსურ გარიგებებსა და საჰაერო კორიდორებამდე – საქართველო სულ უფრო და უფრო მყარად დაიმკვიდრებს თავს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებთანაც უკვე არა უბრალოდ საუბრობენ, არამედ რეალურად გარიგდებიან,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული