ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ფაცაციამ დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის 2ა და 2დ მისამართებზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.
ამ ეტაპზეც, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენით სამუშაოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.