დავით უსუფაშვილი – სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული – დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით

სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული – დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთითხნილი ბრალდებები მოისმინა „ლელოს” მიმართ.
„სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ და კონკრეტულად „ლელოს“ მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ მოისმინა სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებები „ლელოს“ მიმართ. ახლა გვაბრალებენ, რომ ჩვენ თურმე, ცესკოს თავმჯდომარის [მიმართ] უბედურებას ვაპირებდით, მერე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცესკოში და ამით არჩევნებში გამარჯვებას. იცით, ეს სირცხვილის მიღმა რომ რაღაცებია, იქ მდებარეობს. ეს აიხსნება ერთადერთი რამით – დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და მზარდი პოპულარობა საზოგადოებაში, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით და ამის შედეგია ეს ყველაფერი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“