ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით - დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საექსპორტო პოტენციალის მქონე სასურსათო პროდუქტებზე ისაუბრეს. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინო, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები საექსპორტო რესურსის მქონე მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტიულობის საკითხზე.
კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.